აიპ „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრი“ 2016 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. ცენტრის ძირითად მიზანს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, ხოლო სასწავლო პროცესის ამოცანას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში თითოეული მოქალაქის როლის გათვითცნობიერება წარმოადგენს.
ცენტრის ლექტორებს (ტრენერებს) ეროვნული უშიშროების კუთხით გააჩნიათ მრავალწლიანი როგორც პრაქტიკული ისე სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება.
განვლილ პერიოდში ცენტრის მიერ ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების კუთხით ჩატარებული იქნა, როგორც ტრენინგი, ასევე საჯარო ლექციები თბილისსა და გორში. ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო-ანალიტიკურ გადაცემებში, რომელშიაც უცხო ქვეყნების მხრიდან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დამაზიანებელ სადაზვერვო ინტერესებზე და ქმედებებზე იყო საუბარი.
გაფორმდა მემორანდუმები სხვადასხვა უმაღლესს სასწავლებლებთან. 2017 წლის აპრილ-მაისში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელების სტუდენტების, მაგისტრანტების და დოქტორანტების მონაწილეობით წარმატებით განხორციელდა სტაჟირების პროგრამა – „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოება“. პროგრამის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ სტაჟირების დამადასტურებელი სერთიფიკატი.
2017 წლის მაისში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოება“, რომლის მონაწილეებსაც გადაეცათ სათანადო სერთიფიკატები.
ცენტრის მიერ მომზადებულია პროგრამები, რომლებიც როგორც სახელმწიფო მოხელეების, ისე კორპორაციულ სექტორში დასაქმებული პირების, ზოგადად საზოგადოების ყველა ფენის ცნობიერების დონის ამაღლებას ემსახურება, სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული ისეთი ქმედებების მიმართ, როგორიცაა: სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობა, კორპორაციული ჯაშუშობა, პირადი უსაფრთხოება და სხვა.
თანამედროვე საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე აუცილებელია ქვეყანაში სამოქალაქო და ბიზნეს ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო და კორპორაციული მათ შორის პირადი უსაფრთხოების საკითხების შესახებ. დასახული სტრატეგიის წარმატებით განხორციელებისთვის უპრიანი არის ისეთი სამეცნიერო დარგების ჩამოყალიბება, როგორიცაა დაზვერვა, კონტრდაზვერვა, კორპორაციული უსაფრთხოება, რომელთა მიზანი იქნება მოამზადოს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტები და მკვლევარები. მისცეს მათ სიღრმისეული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მოცემული დარგების ეფექტიანობის უზრუნველყოფისათვის, არსებული პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის გზით. გააცნოს და შეასწავლოს მათ დაზვერვის, კონტრდაზვერვის და კორპორაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული უახლესი მიღწევები, ინოვაციური მეთოდები და პრაქტიკა.
დასახული მიზნების განხორციელება შესაძლებელია „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის“-(NSC) ბაზაზე, რომლის თანამშრომელთა მრავალწლიანი პრაქტიკული, თეორიული და მეცნიერული გამოცდილება იძლევა ამის გარანტიას.
როგორც ყველა ახალ წამოწყებას თან სდევს ხარვეზი, რისგანაც ალბათ არც ჩვენ ვიქნებით დაზღვეული,
წინასწარ ვიხდით ბოდიშს. ერთს კი გპირდებით, რომ არა-
სოდეს ვიქნებით დამოკიდებული უცხო სახელმწიფოთა საგრანტო პროგრამებზე და ყოველთვის გვექნება საქართველოს ერთგული მოქალაქეების თანადგომის იმედი.