ცენტრი ახორციელებს ბაზრის კვლევას, რომლის მიზანია გამოვარკვიოთ თუ რამდენად მოთხოვნადები არიან ბაზარზე „უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის“ კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთაც ხელეწიფებად სამუშაო ადგილებზე მაღალპროფესიონალურად განახორციელონ ეფექტური ორგანიზაციულ-მმართველობითი საქმიანობა, როგორც სახელმწიფო ისე კორპორაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
ბაზრის კვლევა მიმდინარეობს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის N120/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკავალიფიკაციო ჩარჩოთი განსაზღვრული (მიმართულება სოციალური მეცნიერებები-კოდი 07, დარგი/სპეციალობა პოლიტიკის მეცნიერებანი-კოდი 0702, ქვედარგი/სპეციალიზაცია უსაფრთხოების კვლევები-კოდი 070204) სამაგისტრო პროგრამის-უსაფრთხოების კვლევების (მისანიჭებელი კვალიფიკაცია-უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი) განხორციელების მიზნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ გამოხატოთ, თქვენი დამოკიდებულება „უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის“ კვალიფიკაციის მოთხოვნადობის შესახებ. მოწონება-გაზიარება ან/და დამოკიდებულების სიტყვიერი შეფასება.